24 ნოემბერს სიტისის წარმოამადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორანიზაციებს ახალი პროექტი „ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ გააცნეს. ჩატარდა სამი საინფორმაციო შეხვედრა, ერთი ლატალის საჯარო სკოლაში, ხოლო ორი სიტისის მესტიის რესურს ცენტრში.
ლატალის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა არასამთავრობო ორაგნიზაციებმა: „გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდულმა ცენტრმა“, „მესტიის ინვალიდთა და დევნილთა კავშირმა“, „ერთობამ“, „სვანეთის ტურიზმის ცენტრმა“. ხოლო რესურს ცენტრში გამართულ შეხვერაში მონაწილეობდნენ კავშირი „მთიანი რეგიონის ქალები“, „სვანური კოშკების ისტორიულ მემკვიდრეობითი ასოციაცია“, სათემო კავშირი „მაზერი“, „რეგიონების განვითარების ხელშემწყობთა კავშირი“, „სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი“ და „მეოხი-2010“. სიტისის მხრიდან მონაწილეობდნენ პროექტის კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ჯგუფების კომპონენტის კოორდინატორი ირინა გურჩიანი და პროექტის ასისტნეტი თეა მხეიძე.
შეხვედრას უძღვებოდა პავლე თვალიაშვილი, რომელმაც არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო პროექტის მიზანი და საქმიანობები, არსამტავრობებისთვის არსებული შესაძლებლობები, კერძოდ: თანამშრომლების ტრენინგები პროექტების მართვაში, სოციალურ მედიაში; პროექტების დაფინანსება, სასწავლო ტურები საქართველოს განვითარებულ ორგანიზაციებში; სამუშაო შეხვედრები; საინფორმაციო და ტექნიკური დახმარება.
ყურადღება გამახვილდა საგრანტო კონკურსზე, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოცხადდება. დაფინანსდება წელიწადში სავარაუდოდ 2 პროექტი მაქსიმუმ 4500 ევროს ფარგლებში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ორგანიზაცითა ჯგუფებს (კოალიციური პროექტი). საგრანტო განაცხადების მიღება იწარმოებს იანვარში, მანამდე კი სიტისი მსურველებს კონსულტაციებს გაუწევს, როგორც პირადი შეხვედრებით, ისე ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით. არასამთავრობო ორაგნიზაციები დაინტერესდნენ პროექტების თემატიკით.
„პროექტები ხალხის ჩართულობასა და მათ პრობლემებზე უნდა იყოს ორიენტირებული. პროექტის მიზანი შეიძლება იყოს არა მაინც და მაინც პრობლემის გადაჭრა, არამედ მოგვარების სტრატეგიის შემუშავება. პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივი საზოგადოების პრობლემებზე სახალხო დისკუსიების გამართვას.“ - დასძინა პავლე თვალიაშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტების იდეებზეც იმსჯელეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ორგანიზაციების მიერ ბლოგების შექმნის ხელშეწყობა იყო. სოციალურ მედიაში და ბლოგის შექმნაში ადგილორივი არასამთავრობო ორაგნიაზაციების ერთი წარმომადგენელი გადამზადდება, რაც საკუთარი ორაგნიზაციის საქამინობის შესახებ ინფორმაციის გავცელებაში დაეხმარებათ.
პროექტი 2014 წლამდე გაგრძელდება. მას კიდევ ერთი კომპონენტი აქვს - ახალგაზრდული ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა.