2.12.11

საინფორმაციო შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

24 ნოემბერს სიტისის წარმოამადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალი პროექტი „ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ გააცნეს. ჩატარდა 2 საინფორმაციო შეხვედრა, ერთი ლატალის საჯარო სკოლაში, ხოლო მეორე სიტისის მესტიის რესურს ცენტრში.

ლატალის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა 22 მოსწალე, სკოლის პრედაგოგი მადონა წერედიანი და მამა ეგნატე. ხოლო სიტისის რესურს ცენტრში შეხვერდას დაესწრო 5 მოსწავლე.

შეხვედრას წარმართავდა პროექტის კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი. ბატონმა პავლემ ახალგაზრდებს გააცნო პროექტის მიზები და საქმიანობები, მის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები, კერძოდ: ტრენინგების ჩატარება, მცირე პროექტების დაფინანსება, სასწავლო ტურები საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, საერთაშორისო პროექტებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სასკოლო კლუბების მუშაობის ხელშეწყობა.

ყურადღება გამახვილდა მოსწვალეებისთვის მცირე პროექტების დაფინანსებაზე. პროექტების მიღება იწარმოებს იანვრის ბოლომდე. ბიუჯეტი უნდა იყოს მაქსიმუმ 250 ევრო, ერთი პროექტი მინიმუმ 5 ახალგაზრდისგან შემდგარმა ჯგუფმა უნდა განახორციელოს, მათგან ერთი მაინც უნდა იყოს 18 წლის ან მეტის. პროექტის თემატიკას რაც შეეხება, ის უნდა ეხებოდეს სოფელში/თემში/უბანში კონკრეტული პრობლემის მოგვარებას ახალგაზრდების ჩართულობით.

ლატალის სკოლის მოსწავლეებს ბატონმა პავლემ მაგალითების მოშველიებით მოკლედ აუხნა რა არის პროექტი, რა კომპონენტებისგან შედგება და რა ფორმით უნდა დაიწეროს ის. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საუბარში, მათ იმსჯელეს რაზე შეიძლება გაეკეთებინათ პროექტები. შეკითხვაზე, რატომ იქნებოდა მათთვის მნიშვნელოვანი პროექტბის განხორციელება, მოსწავლეება უპასუხეს: „პროექტები სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის და ჩვენც საზოგადოების ნაწილი ვართ“.