21.12.11

ტრენინგი სოციალურ მედიაში

გამოცხადდა ტრენინგი სოციალურ მედიაში და ბლოგის შექმნაში ზემო სვანეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის.

ტრენინგის მიზანი: ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საინიციატივო ჯგუფებმა შეძლონ საკუთარი ორგანიზაციის მარტივი ინტერნეტ გვერდის (ბლოგის) შექმნა. ეს დაეხმარება მათ, გაავრცელონ ინფორმაცია, მოიძიონ პარტნიორები და დაინტერესბული პირები.

ორგანიზატორი: СTC , პროექტის ,,სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერბის მეშვეობით” ფარგლებში.

ვის შეუძლია მონაწილეობა: მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებიდან ერთ ან ორ წარმომადგენელს (შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელ პირებს. შეიძლება ორივეზე პასუხისმგებელი იყოს ერთი ადამიანი).

რა არის საჭირო მონაწილეობისთვის: ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ ამ ლინკზე) 2011 წლის 22 დეკემბრის დღის ბოლომდე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: pavle.tvaliashvili@ctc.org.ge . მონაწილეობა დაფინანსებულია ზემო სვანეთში СTC -ის პროექტის ფარგლებში.