25.12.11

საკონსულტაციო შეხვერდები საპროექტო განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით


შეხვედრა CTC-ის თბილისის ოფისში

19, 20 და 22 დეკემბერს ახალგაზრდებს ზემო სვანეთიდან გაეწიათ კონსულტაცია საპროექტო განაცხადების შევსებასთან დაკავშირებით.

შეხვედრები ჩაატარა ზემო სვანეთის პროექტის ახალაგზარდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა ზემო სვანეთში. მასში მონაწლეობას იღებდნენ მესტიის #1 და #2 საჯარო სკოლის, პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდის”, ბეჩოს, მაზერისა და ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექტორები. ასევე შეხვედრა ჩატარდა CTC - ის თბილისის ოფისში თბილისში მცხოვრებ სვან ახალგაზრდებთან.

შეხვედრები მიზანი იყო - CTC ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით ფარგლებში გამოცხადებული მიკრო-გრანტების კონკურსის შესახებ იფორმაციისდა საპროექტო განაცხადის ფორმის შევსების წესის გაცნობა.

მონაწილეებმა განიხილეს კონკურსის პირობები და საპროექტო განაცხადის ფორმა. მოიყვანეს კონკრეტული მაგალითები თემში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, რაზეც შეიძლება დაწერილიყო პროექტი. ყურადღება გამახვილდა რა შემთხვევაში დაფინანსდება, ან არ დაფინასდება პროექტი. დაინტერესდნენ პროექტის განხორციელების ვადებით. მონაწილეების დაინტერესება და ჩართულობა იყო მაღალი. მათ გამოთქვეს სურვილი აქტიურად ჩართულიყვნენ პროექტში და შეთანხმდნენ საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე.


შეხვედრა ეცერის საჯარო სკოლაში

შეხვედრა CTC-ის მესტიის რესურს ცენტრში

შეხვედრა ბეჩოს საჯარო სკოლაში


შეხვედრა მაზერის საჯარო სკოლაში

შეხვედრა მესტიის #1 საჯარო სკოლაში