6.12.11

ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა


პირველ დეკემბერს CTC-ის თბილისის ოფისში ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არიან მესტიის რაიონიდან და სწავლობენ თბილისში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და მცირე ტრენინგი ღონისძიების დაგეგმვაში. ტრენინგი განხორციელდა CTC-ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდების და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით” ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა 8 ახალგაზრდა და მოწვეული სტუმარი თიკო სულაძე.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის გაეცნო CTC-ის ახალი პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები და კონკრეტული ღონისძიების მაგალითზე ეჩვენებინა და ესწავლებინა ღონიძიებების დაგეგმვა და მართვა.

გიორგი მარგიანმა მონაწილეებს გააცნო პროექტის ახალგაზრდული კომპონენტის შესახებ, მის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობები და ვადები, საქართველოში და საზღვარგარეთ ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობები. ასევე უპასუხა პრეზენტაციის შემდგომ დასმულ შეკითხვებს.

ტრენინგი ჩაატარა პროექტის კოორდინატორმა პავლე თვალიაშვილმა. მან ახალგაზრდებს გააცნო ღონისძიების დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპები. განიხილეს კონკრეტული მაგალითები, რის შემდეგაც პრეზენტაცია-განხილვა მოეწყო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი იმის, თუ რაზე და როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს პროექტების გაკეთება. ია გურჩიანმა გააკეთა პრეზენტაცია შიდსთან დაკავშირებით, ხოლო თიკო სულაძემ უფრო განავრცო ინფორმაცია. იყო დისკუსია და შეკითხვები.

შესვენების დროს შეხვედრის მონაწილეებმა ფინჯან ყავაზე ისაუბრეს, სვანეთის პრობლემებზე, ასვე ეთნიკურ სტერეოტიპებზე, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს ტურიზმის განვითარებას სვანეთში. მონაწილეებმა მოიყვანეს მაგალითები მათი გამოცდილებიდან.

დღის ბოლოს მონაწილეებმა შეაჯამეს შეხვედრა და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდების ჯგუფის მობილიზების პრობლემის გადაწყვეტა ზემო სვანეთში.