9.3.12

ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი


8 მარტს CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული კომპონენტისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მეოხი 2010”-ის ორგანიზებით მესტიაში აღინიშნა  ქალთა საერთაშორისო დღე. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებს ქალებისთვის  გაელამაზებინათ და მიელოცათ ქალთა დღე.

ღონისძიება დაიწყო CTC-ის ოფისში 13:00 საათზე. დისკუსია-განხილვაზე ბავშვებმა ისაუბრეს, რატომ აღინიშნება ქალთა დღე 8 მარტს, გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქალი, რომელიც კარგად გრძნობს თავს.მისვის
ღონისძიება გაგრძელდა მესტიის CTC-ის ოფისიდან მესტიის ცენტრის მიმართულებით მსვლელობით. ახალგაზრდა მოხალისეებს ხელში ეჭირათ ფერადი პლაკატები, რომელზეც ეწერა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მილოცვა.  გზადაგზა ქალებს ულოცავდნენ ქალთა დღეს, ურიგებნენ საკუთარი ხელით შექმნილ და გაფორმებულ მისალოც ბარათებსა და ფერადი ფურცლებისგან გაკეთებულ ყვავილებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 35-მდე ქალმა. 

7.3.12

ტრენინგი ბლოგის შექმნასა და სოციალურ მედიაში

მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის 2 და 3 მარტს CTC - ის მესტიის რესურს ცენტრში  ჩატარდა ტრენინგი ბლოგის შექმნასა და სოციალურ მედიაში.
ტრენერი ხსნის ბლოგთან დაკავშირებულ საკითხებს
ტრენინგი განხორციელდა CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტის ფარგლებში. ტრენინგს უძღვებოდა CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ასისტენტი თეა მხეიძე. ტრენინგ-კურსს ესწრებოდნენ წარმომადგენლები ექვსი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: მესტიიდან კავშირი ”სვანეთის ტურიზმის ცენტრი”, მესტიის ქრისტიანული კულტურის ცენტრი ”ლაგუშედა”, ა.(ა)ი.პ. ”მეოხი2010”, თემთა ურთიერთობის განვითარებისა და დახმარების კავშირი; ხოლო ლატალიდან ასოციაცია ”ერთობა”, მესტიის ინვალიდთა და დევნილთა კავშირი. 

”მეოხი2010”-ის წარმომადგენლები 

ტრენინგი მთლიანად პრაქტიკულ მუშაობაზე იყო აგებული. მონაწილეებმა ისწავლეს და ტრენინგზევე შექმნეს საკუთარი ორგანიზაციების მარტივი საიტის (ბლოგის) მაკეტი, დიზაინი, საიტი შეავსეს მოკლე ინფორმაციით მათი ორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მათ წინასწარ ჰქონდათ წარმოდგენილი სპეციალური აპლიკაციის ფორმის სახით.  აითვისეს, თუ როგორ უნდა გაანახლონ საიტი სისტემატიურად, როგორ დადონ ახალი ინფორმაციები, ჩასვან ფოტო და ლინკი.

ტრენინგზე შეიქმნა ადგილობრივი ორგანიზაციების 6 საიტი: lagusheda.blogspot.com, meokhi2010.blogspot.com, temtakavshiri.blogspot.com, ctsunion.blogspot.com, ertobalatali.blogspot.com, tanagrznoba.blogspot.com. CTC საწყის ეტაპზე კონსულტაციების საშუალბით დაეხმარება ორგანიზაციებს აამუშავონ შექმნილი საიტები. 

საკუთარი ინტერნეტ გვერდის ქონა ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს დაეხმარებათ საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობისა და სიახლეების შესახებ.

5.3.12

კონკურსი გრანტის მოსაპოვებლად


ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის  (EIDHR) მიკროპროექტები

კონკურსის ნომერი: EuropeAid/132-514/L/ACT/GE

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსს გრანტების მოსაპოვებლად “დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის” (EIDHR) ფარგლებში. მცირე მოცულობის დაფინანსება გათვალისწინებულია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების  როლის განმტკიცებას შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობისა და მმართველობის დემოკრატიული ფორმების მხარდაჭერა საქართველოში.

კონკურსში მონაწილეებისათვის სრული სახელმძღვანელო მითითებები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინტერნეტ გვერდზე:  http://eeas.europa.eu/delegations/georgia

და აგრეთვე, შემდეგ მისამართზე:
https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?do=publi.welcome

 განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2012 წლის 06 აპრილი, 16 საათი თბილისის დროით.

 განაცხადები მიიღება მისამართზე:

 ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,

თბილისი 0102, ნინო ჩხეიძის ქ. #38

 საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება:

 2012 წლის 6 მარტს 14:00 საათზე

მისამართი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

თბილისი 0102, ნინო ჩხეიძეს ქ. #38

 2012 წლის 13 მარტს 17:00 საათზე

მისამართი:  ბათუმი, მელაშვილის ქ. # 2, პრეს კაფე

ინტელექტუალური კონკურსი უფროსკლასელებისთვის

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მომავალ ინჟინერთა უმაღლეს ლიგაში იწვევს.

კონკურსში - „ედისონის ლიგამონაწილეობა შეუძლიათ უფროსკლასელებს, ვისაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რობოტიკა, მაღალი ტექნოლოგიები და თანამედროვე კონსტრუქციები იზიდავს.

ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. მეორე ეტაპში გასული ყველა მონაწილე ბაზალეთზე, გამომგონებელთა საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. გამარჯვებული სკოლის გუნდი კი ლონდონის მეცნიერთა და თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს მოინახულებს.

მომავალ ინჟინერთა უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია 9 მარტამდე აგრარული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.

საკონტაქტო პირი: თამარ მეფარიშვილი – 599 589141;

.თბილისი 0131                                                                     
აღმაშენებლის ხეივანი  მე-13 კმ

Tbilisi 0131
13 km. Alley D. Aghmashenebeli
www.agruni.edu.ge

ყველა ახალგაზრდული სერვისი ერთ სივრცეში

ახალგაზრდების წინაშე ყოველთვის უამრავი კითხვაა და გამოწვევა:

რა ახალგაზრდული სერვისები არსებობს ჩემს ქალაქში?
სად ავიმაღლო კვალიფიკაცია?
როგორ და სად განვავითარო უნარ-ჩვევები?
სად დავეუფლო პროფესიას?
მაქვს პროექტი, სად მოვიპოვო გრანტი?
ვარ სოციალურად დაუცველი, რა პროგრამები არსებობს ჩემთვის?
რას აკეთებს სამთავრობო და საერთაშორისო სექტორი ჩემს მხარდასაჭერად?

ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხის გასაცემად გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ინოვაციური პროექტის - "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისები" განხორციელება დაიწყო.

დღეიდან, საქართველოში მცხოვრებ მოზარდებს, ახალგაზრდებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს დიდ ქალაქებში მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფასიანი და უფასო სერვისების შესახებ.

მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდებისთვის შემუშავებული სერვისების:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
კომპიუტერული კურსები;
ხელოვნებისა და სპორტის წრეები;
იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება;
გასართობი დაწესებულებები;
დღის ცენტრები;
და მრავალი სხვა პროგრამა.

პროექტის მიზანია შევქმნათ ახალგაზრდული სერვისების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც გააერთიანებს ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო, კერძო, სამთავრობო და საერთაშორისო სექტორში მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი მომსახურების შესახებ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებების, შეფასებებისა და კომენტარების მოსმენა. გთხოვთ, უკუკავშირის (Feedback) ფორმის საშუალებით მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები! წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!

პროექტთან "ახალგაზრდული ელექტრონული სერივსები" დაკავშირებით დამატებითი ინფორამციის მისაღებად იხილეთ: ვრცლად "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" შესახებ

4.3.12

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია



ზემო სვანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პირველ წლიურ კონფერენცია-გამოფენაში. კონფერენცია გამოფენა გაიმართა 2012 წლის 25 თებერვალს თბილისში ივენტ ჰოლში.   მასში მონაწილეობა მიიღო 220-ამდე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მთელი საქართველოს მასშტაბით.


კონფერენციაში ზემო სვანეთიდან მონაწილეობდნენ მესტიის საჯარო სკოლა - ნინო ჯაფარიძე, მულახის საჯარო სკოლა - მარიამ მარგველანი, მაზერის საჯარო სკოლა - ლონდა ხორგუანი, ეცერის საჯარო სკოლა - ლიკა გერლიანი. ასევე მოანწილეობდა ია გურჩიანი, CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორი. ზემო სვანეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგების მონაწილეობა კონფერენციაში უზრუნველყოფილი იყო CTC-ის პროექტის „ზემო სვანეთში სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგარზდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ ფარგლებში.

კონფერენციაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო განათლების სფეროში  სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ, მოხდა ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება და  პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

მოხდა პედაგოგთა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების ნამუშევრების გამოფენა. მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ  გაცნობოდნენ სხვა სკოლების სამოქალაქო განათლების საკლუბო საქმიანობებს, მოსწავლეთა ნამუშევრებს,  საპროექტო იდეებს, ბუკლეტებს, გაზეთს, სამოქალქო აქტივობების მაგალითებს.  


კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო პლენარული მუშაობა, სადაც მასწავლებლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები სამოქალაქო განათლების სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და მისი მოგვარების გზებზე. გამოითქვა საინტერესო რეკომენდაციები სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. პლენარული სხდომის დროს ერთგვარად შეჯამდა წლიური მიღწევები საგნის სწავლების სფეროში, გამოიკვეთა ის დემოკრატიული ღირებულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს სამოქალაქო განათლების საგნის სწავლება სკოლებში. შეიქმნა ერთიანი რეკომენდაციების ტექსტი.

კონფერენციის დასასრულს ჯილდო გადაეცა 9 რეგიონში გამოვლენილ საუკეთესო 9 სამოქალაქო განათლების პედაგოგს.

ზემო სვანეთის პედაგოები
კონფერენცია-გამოფენის ორგანიზატორი იყო კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ფორუმის კომიტეტთან ერთად. კონფერენცია-გამოფენა გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში.  პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო გახილვა


23 თებერვალს   CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის თანამშრომლებმა სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტის კოორდინატორმა ირინა გურჩიანმა და ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა მონაწილეობა მიიღეს ,,ნენსკრას  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში.
საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს გამგეობის წარმომადგენლებმა,არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ. შეხვედრა ჩატარდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში და მას  ესწრებოდა დაახლოებით 30 ადამიანი.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნენსკრას  ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.პროექტის განხორციელების ფაზები,განიხილეს თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს პროექტმა ადგილობრივ მოსახლეობაზე.
ჰესის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია კომპანია ,,შტუკი კავკასია”-ს  მიერ,ხოლო ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ასრულებს სამეცნიერო-კვლევითი ფირმა ,,გამა” და ინგლისური კომპანია ,,სკოტ ვილსონი”-დან მოწვეული ექსპერტი-ეკოლოგი.

G-PAC-ის საგრანტო კონკურსი ორგანიზაციებისთვის

ლობირების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ საგრანტო კონკურსში პარტნიორობა ცვლილებისათვის.

Request for Applications (RfA) # PfC/Mar/2012

EWMI G-PAC invites Georgian civil society organizations (CSOs) and academic institutions to submit creative and innovative grant proposals for its second round of Partnership for Change (PfC) grant program. The PfC grant program is designed to reach out to formal and ad-hoc coalitions, networks and partnerships established around an advocacy issue that is of vital concern to Georgians. Thus, the PfC applicants must be formal or ad-hoc coalitions or networks, or partnerships of at least two organizations established around an advocacy issue.

The proposed PfC projects should (a) target issues that are of high priority to citizens; (b) be based on comprehensive, viable, and goal-oriented advocacy strategies involving intensive consultations with diverse stakeholders; (c) propose participatory and creative ways of direct citizen engagement in project activities; (d) support evidence-based advocacy and the development of concrete solutions to address the problems; and (e) promote effective coordination of the coalition's/network's/partnership's activities.

The PfC grant program encourages applications that:

** Address concerns related to one or more public priority areas, including, but not limited to: elections, economy, agriculture, healthcare, social assistance, education and affordable communal services (i.e. water, electricity, etc.);
** Propose activities that lead to increased cooperation among CSOs, government, the media, and citizens;
** Plan for public outreach activities that lead to enhanced public understanding of and engagement with the proposed advocacy campaigns.

Amount of PfC grant: Up to $60,000.
Duration of projects: Up to 18 months.
Deadline for requesting clarifications: March 15, 2012.
PfC application deadline: March 23, 2012 at 5:00 pm.

Language of
pplication: All applications must be submitted in English.

Application forms and additional information about the PfC program can be downloaded as an attachment or from the EWMI G-PAC website at: http://www.ewmi-gpac.org or obtained from the EWMI G-PAC office, 5 Marjanishvili Street, 3rd floor, Tbilisi, during regular business hours.

For further information, please contact Tamara Germanashvili, Grant Manager, at: gtamara@ewmi-gpac.org or by telephone at 995 (32) 2 202444, ext. 102.

The Policy, Advocacy, and Civil Society Development in Georgia (G-PAC) is funded by the U.S. Agency for International Development (USAID) and implemented by East West Management Institute, Inc. (EWMI).