ყველა ახალგაზრდული სერვისი ერთ სივრცეში
ახალგაზრდების წინაშე ყოველთვის უამრავი კითხვაა და გამოწვევა:
რა ახალგაზრდული სერვისები არსებობს ჩემს ქალაქში?
სად ავიმაღლო კვალიფიკაცია?
როგორ და სად განვავითარო უნარ-ჩვევები?
სად დავეუფლო პროფესიას?
მაქვს პროექტი, სად მოვიპოვო გრანტი?
ვარ სოციალურად დაუცველი, რა პროგრამები არსებობს ჩემთვის?
რას აკეთებს სამთავრობო და საერთაშორისო სექტორი ჩემს მხარდასაჭერად?
ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხის გასაცემად გაეროს ბავშვთა ფონდის
მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ინოვაციური
პროექტის - "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისები" განხორციელება დაიწყო.
დღეიდან, საქართველოში მცხოვრებ მოზარდებს, ახალგაზრდებს, მშობლებს და
სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში მოიპოვონ
ინფორმაცია საქართველოს დიდ ქალაქებში მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის
განკუთვნილი ფასიანი და უფასო სერვისების შესახებ.
მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდებისთვის შემუშავებული სერვისების:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები;
კომპიუტერული კურსები;
ხელოვნებისა და სპორტის წრეები;
იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება;
გასართობი დაწესებულებები;
დღის ცენტრები;
და მრავალი სხვა პროგრამა.
პროექტის მიზანია შევქმნათ ახალგაზრდული სერვისების ერთიანი მონაცემთა
ბაზა, რომელიც გააერთიანებს ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო,
კერძო, სამთავრობო და საერთაშორისო სექტორში მოზარდებისა და
ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი მომსახურების შესახებ.
ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია პროექტთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებების,
შეფასებებისა და კომენტარების მოსმენა. გთხოვთ, უკუკავშირის (Feedback)
ფორმის საშუალებით მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები! წინასწარ გიხდით დიდ
მადლობას!
პროექტთან "ახალგაზრდული ელექტრონული სერივსები"
დაკავშირებით დამატებითი ინფორამციის მისაღებად იხილეთ: ვრცლად "ახალგაზრდული ელექტრონული სერვისების" შესახებ