23 თებერვალს CTC-ის ზემო სვანეთის
პროექტის თანამშრომლებმა სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტის კოორდინატორმა ირინა
გურჩიანმა და ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა მონაწილეობა
მიიღეს ,,ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის
და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში.
საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღეს გამგეობის წარმომადგენლებმა,არასამთავრობო
ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ. შეხვედრა ჩატარდა მესტიის მუნიციპალიტეტის
გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში და მას ესწრებოდა დაახლოებით 30 ადამიანი.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.პროექტის
განხორციელების ფაზები,განიხილეს თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს პროექტმა ადგილობრივ
მოსახლეობაზე.
ჰესის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია კომპანია
,,შტუკი კავკასია”-ს მიერ,ხოლო ბუნებრივ და
სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ასრულებს სამეცნიერო-კვლევითი ფირმა ,,გამა”
და ინგლისური კომპანია ,,სკოტ ვილსონი”-დან მოწვეული ექსპერტი-ეკოლოგი.