ზემო სვანეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო
განათლების პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პირველ წლიურ
კონფერენცია-გამოფენაში. კონფერენცია გამოფენა გაიმართა 2012 წლის 25 თებერვალს თბილისში ივენტ ჰოლში.
მასში მონაწილეობა მიიღო 220-ამდე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მთელი საქართველოს
მასშტაბით.
კონფერენციაში
ზემო სვანეთიდან მონაწილეობდნენ მესტიის საჯარო სკოლა - ნინო ჯაფარიძე, მულახის
საჯარო სკოლა - მარიამ მარგველანი, მაზერის საჯარო სკოლა - ლონდა ხორგუანი, ეცერის
საჯარო სკოლა - ლიკა გერლიანი. ასევე მოანწილეობდა ია გურჩიანი, CTC-ის ზემო
სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორი. ზემო
სვანეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგების მონაწილეობა კონფერენციაში უზრუნველყოფილი
იყო CTC-ის პროექტის „ზემო სვანეთში სამოქალაქო ინიციატივების ხელშეწყობა
ახალგარზდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით“ ფარგლებში.
კონფერენციაზე
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ, მოხდა ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მოხდა პედაგოგთა
და სასკოლო სამოქალაქო კლუბების ნამუშევრების გამოფენა. მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ
გაცნობოდნენ სხვა სკოლების სამოქალაქო განათლების
საკლუბო საქმიანობებს, მოსწავლეთა ნამუშევრებს, საპროექტო იდეებს, ბუკლეტებს,
გაზეთს, სამოქალქო აქტივობების მაგალითებს.
კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა
იყო პლენარული მუშაობა, სადაც მასწავლებლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები სამოქალაქო
განათლების სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და მისი მოგვარების გზებზე.
გამოითქვა საინტერესო რეკომენდაციები სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესებასთან
დაკავშირებით. პლენარული სხდომის დროს ერთგვარად შეჯამდა წლიური
მიღწევები საგნის სწავლების სფეროში, გამოიკვეთა ის დემოკრატიული ღირებულებები, რასაც
უნდა ეფუძნებოდეს სამოქალაქო განათლების საგნის სწავლება სკოლებში. შეიქმნა ერთიანი
რეკომენდაციების ტექსტი.
კონფერენციის
დასასრულს ჯილდო გადაეცა 9 რეგიონში გამოვლენილ საუკეთესო 9 სამოქალაქო განათლების
პედაგოგს.
ზემო სვანეთის პედაგოები |
კონფერენცია-გამოფენის ორგანიზატორი იყო კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) ფორუმის კომიტეტთან ერთად. კონფერენცია-გამოფენა გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.