მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო
ჯგუფებისთვის 2 და 3 მარტს CTC - ის მესტიის რესურს ცენტრში ჩატარდა ტრენინგი ბლოგის შექმნასა და სოციალურ მედიაში.
ტრენერი ხსნის ბლოგთან დაკავშირებულ საკითხებს |
ტრენინგი
განხორციელდა CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის სამოქალაქო საზოგადოების
კომპონენტის ფარგლებში. ტრენინგს უძღვებოდა
CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ასისტენტი თეა მხეიძე. ტრენინგ-კურსს ესწრებოდნენ წარმომადგენლები
ექვსი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან: მესტიიდან კავშირი ”სვანეთის ტურიზმის
ცენტრი”, მესტიის ქრისტიანული კულტურის ცენტრი ”ლაგუშედა”, ა.(ა)ი.პ. ”მეოხი2010”,
თემთა ურთიერთობის განვითარებისა და დახმარების კავშირი; ხოლო ლატალიდან ასოციაცია
”ერთობა”, მესტიის ინვალიდთა და დევნილთა კავშირი.
”მეოხი2010”-ის წარმომადგენლები |
ტრენინგი მთლიანად
პრაქტიკულ მუშაობაზე იყო აგებული. მონაწილეებმა ისწავლეს და ტრენინგზევე შექმნეს საკუთარი
ორგანიზაციების მარტივი საიტის (ბლოგის) მაკეტი, დიზაინი, საიტი შეავსეს მოკლე ინფორმაციით
მათი ორგანიზაციის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მათ წინასწარ ჰქონდათ წარმოდგენილი
სპეციალური აპლიკაციის ფორმის სახით. აითვისეს,
თუ როგორ უნდა გაანახლონ საიტი სისტემატიურად, როგორ დადონ ახალი ინფორმაციები, ჩასვან
ფოტო და ლინკი.
ტრენინგზე შეიქმნა ადგილობრივი ორგანიზაციების 6 საიტი: lagusheda.blogspot.com, meokhi2010.blogspot.com, temtakavshiri.blogspot.com, ctsunion.blogspot.com, ertobalatali.blogspot.com, tanagrznoba.blogspot.com. CTC საწყის ეტაპზე კონსულტაციების საშუალბით დაეხმარება ორგანიზაციებს აამუშავონ შექმნილი საიტები.