8 მარტს
CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული კომპონენტისა და ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაცია ”მეოხი 2010”-ის ორგანიზებით მესტიაში აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე. ღონისძიების მიზანი იყო
ახალგაზრდებს ქალებისთვის გაელამაზებინათ და
მიელოცათ ქალთა დღე.
ღონისძიება
დაიწყო CTC-ის ოფისში 13:00 საათზე. დისკუსია-განხილვაზე ბავშვებმა ისაუბრეს, რატომ
აღინიშნება ქალთა დღე 8 მარტს, გამოთქვეს მოსაზრებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქალი,
რომელიც კარგად გრძნობს თავს.მისვის
ღონისძიება
გაგრძელდა მესტიის CTC-ის ოფისიდან მესტიის ცენტრის მიმართულებით მსვლელობით. ახალგაზრდა
მოხალისეებს ხელში ეჭირათ ფერადი პლაკატები, რომელზეც ეწერა ქალთა საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი მილოცვა. გზადაგზა ქალებს ულოცავდნენ
ქალთა დღეს, ურიგებდნენ
საკუთარი ხელით შექმნილ და გაფორმებულ მისალოც ბარათებსა და ფერადი ფურცლებისგან გაკეთებულ
ყვავილებს.
ღონისძიებაში
მონაწილეობა მიიღო 35-მდე ქალმა.