31.10.12

2013 წლის საგრანტო კონკურსის პირობები არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის

CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში 2013 წლისთვის გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. 

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის მიზანი უნდა იყოს: კონკრეტულ თემში კონკრეტული პრობლემის ირგვლივ საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

აუცილებელი მოთხოვნა: განმცხადებელმა ორგანიზაციამ პროექტის განხორციელების პერიოდში კონკრეტული თემი/თემები უნდა ჩართოს აქტუალურ საკითხების გადაჭრაში. ამ საკითხების ირგვლივ უნდა ჩაატაროს სულ მცირე 3 საზოგადოებრივი განხილვა, განხილვებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა (50-60%).

დამატებით შესაძლოა სხვა აქტივობების ჩატარება.


საპროექტო განაცხადის სტრუქტურა

შემოთავაზებულ საპროექტო განაცხადს უნდა ჰქონდეს ჩვენს მიერ შემუშავებული ფორმატი. სასურველია თითოეული თავი გამოყოფილი იქნას სხვა პუნქტებისგან. საპროექტო განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან. 

კონკურში მონაწილეობა და მცირე-პროექტების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ როგორც მესტიის რაიონის სხვადასხვა თემის/სოფლის/უბნის საინიციატივო ჯგუფებს (რომლებიც გრანტის დამტკიცების შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდნენ ა.ა.ი.პ -ის სტატუსით), ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ორგანიზაციათა ჯგუფს (კოალიციას), რომლებიც მუშაობენ მესტიის რაიონში და სურვილი აქვთ ადგილობრივი აქტივობების განხორციელების.


კონკურსის ძირითადი პირობები:
  • პროექტი უნდა განხორციელდეს მესტიის რაიონში 2013 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე (მაქსიმუმ 4 თვე). 
  • განმხორციელებელი უნდა იყოს მესტიის რაიონის არაკომერციული იურიდიული პირი (ასოციაცია, კავშირი, ფონდი, ცენტრი..)
  • პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ევროს;
  • განმცხადებელმა ორგანიზაციამ პროექტის განხორციელების პერიოდში კონკრეტული თემი/თემები უნდა ჩართოს აქტუალურ საკითხების გადაჭრაში. ამ საკითხების ირგვლივ უნდა ჩაატაროს სულ მცირე 3 საზოგადოებრივი განხილვა, განხილვებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილმა (50-60%).
  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტული ფორმით.
  • საპროექტო განაცხადის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელს საშუალება ექნება წინასწარ დაესწროს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგს.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კონსულტაციები გაეწევათ ნოემბერსა და დეკემბერში.
  • საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.
  • განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 დეკემბერი 16:00 საათი.


შესაძლო აქტივობების მაგალითები

აუცილებელია: საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზება და ჩატარება.

პროექტის ფარგლებში შესაძლოა მიზნიდან გამომდინარე შესრულდეს სხვადასხვა აქტივობები (გთავაზობთ არასრულ სიას, აქტივობების ტიპები და სახეები შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩამოთვლილისგან):
  •  კულტურული ან მასობრივი ღონისძიების მოწყობა;
  • ტრენინგის, კონფერენციის, შეხვედრის ორგანიზება-ჩატარება;
  • ეკოლოგიური ღონისძიების/აქტივობის მოწყობა;
  • მცირე გამოცემა (ბუკლეტი, გაზეთი, ბროშურა, კრებული...)

შესაძლოა მოთხოვნილი იყოს:
  • საზოგადოებრივი შეხვედრების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ხარჯები
  • კონსულტანტის, ტრენერის, ფასილიტატორის, ასევე ძირითადი და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება (სახელფასო/საჰონორარო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი პროექტის 30%)
  • ტექნიკის და აღჭურვილობის შეძენა (არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი პროექტის 30%)
  • დამხმარე მასალების შეძენა
  •  სხვა დასაბუთებული ხარჯები


საკონტაქტო პირები:

ირინა გურჩიანი - სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტის კოორდინატორი
ტელ: 591 20 24 86,  e-mail: ctcmrcirina@gmail.com
მისამართი: დაბა მესტია, CTC რესურს-ცენტრი , თამარ მეფის . # 56.

პავლე თვალიაშვილი - პროექტის კოორდინატორი
ტელ: 599 556 234 , e-mail: pavle.tvaliashvili@ctc.org.ge
მისამართი: თბილისი, CTC-ის ოფისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #5.

2013 წლის მიკრო-გრანტების კონკურსის პირობები ახალგაზრდული ჯგუფებისთვის

ახალგაზრდების მონაწილეობა თემის პრობლემების მოგვარებაში

CTC  ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში აცხადებ განაცხადების მიღებას ახალგაზრდული მიკრო-გრანტების კონკურსისთვის.

ახალგაზრდული მცირე გრანტების კონკურსი მოიცავს ახალგაზრდული სათემო ინიციატივების მხარდაჭერას და ახალგაზრდების წინაშე თემში არსებული პრობლემების დაძლევის ხელშეწყობას.


2013 წელს გრანტის ოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ 550 ლარი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე.

კონკურში მონაწილეობა და მცირე-პროექტების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის ახალგაზრდულ ჯგუფებს (მინიმუმ 5 შემსრულებელი ახალგაზრდა, პროექტის ფინანსური პასუხისმგებელი პირი 18 წლის მაინც უნდა იყოს, მან უნდა გახსნას პირადი ანგარიში ბანკში პროექტის დამტკიცების შემდეგ).


კონკურსის ძირითადი პირობები:

·         მიკრო-პროექტი უნდა განხორციელდეს ზემო სვანეთში.
·         საპროექტო განაცხადის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელები უნდა იყვნენ ზემო სვანეთიდან.
·         მიკრო-პროექტმა სარგებელი უნდა მისცეს არაერთ ოჯახს ან პირს
·         საპროექტო განაცხადის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელს საშუალება ექნება წინასწარ დაესწროს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგს;
·         საპროექტო წინადადების შემუშავება და წარდგენა უნდა მოხდეს სპეციალური ფორმის მიხედვით, რომელსაც მიიღებთ რესურს-ცენტრში, ან ჩამოტვირთეთ აქვე.
·         დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის/ჯგუფის მიერ ორი ან მეტი განაცხადის შემოტანა.
·         ერთი პირი არ უნდა იყოს რამდენიმე სამუშაო ჯგუფში (თუმცა ღონისძიებების მონაწილე შეუძლია იყოს)
·         კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს მესტიის რესურს-ცენტრში ან CTC-ის ოფისში თბილისში.
·         საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.
·         პროექტები უნდა განხორციელდეს 2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 1 ივლისამდე.


შესაძლო აქტივობების მაგალითები

პროექტის ფარგლებში შესაძლოა მიზნიდან გამომდინარე შესრულდეს სხვადასხვა აქტივობები (გთვავაზობთ არასრულ სიას, აქტივობების ტიპები და სახეები შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩამოთვლილისგან):

·         დისკუსიები
·         დებატები
·         აქციები
·         ღონისძიების მოწყობა (ეკოლოგიური, კულტურული...);
·         გამოფენა პრობლემატურ ტემებზე: ნახატების, ფოტოების და ა.შ.;
·         ტურნირის ჩატარება;
·         კულტურული ან მასობრივი ღონისძიების მოწყობა პრობლემატური თემის ირგვლივ;
·         ტრენინგის, კონფერენციის, შეხვედრის ორგანიზება-ჩატარება;
·         მცირე გამოცემა პრობლემატურ საკითხზე (ბუკლეტი, გაზეთი, ბროშურა, კრებული...)
·         ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები (ანტინარკოტიკული, ანტისიგარეტის...)


არ დაფინანსდება !!!!

·         არ დაფინანსდება მიკრო-პროექტის მომზადებისა და განხორციელების განმავლობაში გაწეული ფიზიკური ან ინტელექტუალური შრომა (ხელფასები);
·         არ დაფინანსდება მკურნალობის/მედიკამენტების ხარჯები;
·         არ დაფინანსდება სწავლის ხარჯები;
·         არ დაფინანსდება ტურისტული მოგზაურობა;
·         არ დაფინანსდება ბიზნეს (მოგებაზე ორიენტირებული) პროექტები.
·         ერთი ადამიანის შემოქმედებითი ნაშრომის გამოცემა.
·         5 ადამიანზე ნაკლები შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი.

*******

კონკურსის დროს (2013 წელი) დაგეგმილია 8 პროექტის დაფინანსება.


საპროექტო წინადადებების ჩაბარება

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კონსულტაციები გაეწევათ ნოემბერში და დეკემბერში;

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საპროექტო წინადადებები დასრულებული სახით მიიღება 2012 წლის 25 დეკემბრის 16:00 საათამდე.


საკონტაქტო პირები:

ია გურჩიანი - განათლებისა და ახალგაზრდული კომპონენტის კოორდინატორი
ტელ: 598 58 59 13, e-mail: ia.gurchiani@gmail.com
მისამართი: დაბა მესტია, CTC-ის რესურს-ცენტრი , თამარ მეფის . # 56.

პავლე თვალიაშვილი - პროექტის კოორდინატორი
ტელ: 599 556 234 , e-mail: pavle.tvaliashvili@ctc.org.ge
მისამართი: თბილისი, CTC-ის ოფისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #5.