22.10.12

პროექტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში


პროექტის თანამშრომლებმა ია გურჩიანმა და თეა მხეიძემ 10-დან 18 ოქტომბერამდე მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონორში, უნგრეთში. პროექტი იყო ტრენინგ კურსი ”High Voltage” გაძლიერება, კრეატიულობა და მეწარმეობა. 

პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც თავად მუშაობენ ახალგაზრდებთან. ტრენინგის თემა იყო, როგორ ჩავრთოთ ახალგაზრდები სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორ გავუწიოთ მენტორობა, როგორ გამოვიყენოთ კრეატიულობა, როგორ შევუწყოთ ხელი  სხვისი სწავლის პროცესს. მონაწილეობდა 24 მონაწილე 10 ქვეყნიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, უნგრეთი, ლიტვა, შვედეთი, მალტა, ესპანეთი.