26
ოქტომბერს 400-ამდე სოფელში მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩატარდა ”სოფლებში ფეხბურთის მეოთხე
საერთაშორისო თამაში”. ეს არის სართაშორისო ღონისძიება, როცა ერთდროულად მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის
სოფლები ფეხბურთის თამაშის გზით აღნიშნავენ ადგილობრივი მოსახლეობის
ერთობლივ ინიციატივებს, გუნდურ საქმიანობას. საქართველო ამ პროგრამაში პავლე თვალიაშვილის ინიციატივით
მონაწილეობს.
ამ ღონისძიებას წელს მეორედ შეუერთდა სვანეთი, პირველად მესტიის მეორე სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, წელს კი CTC-ის მოხალისეების, ასტრიდის და მირიამის, მხარდაჭერით შეუერთდნენ ბეჩოს და მაზერის სკოლის მოსწავლეები. მათ ბეჩოში მეგობრული თამაში მოაწყვეს ფეხბურთში. მადლობა ბეჩოს სკოლის მოსწავლეებს ლერი კვიციანს და ბექა კვიციანს, რომლებმაც ორგანიზება გაუკეთეს ბეჩოში ამ ღონისძიებას.