22 - 25 ოქტომბერს საგრანტო კონკურსის გამოცხადების მიზნით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები
ჭუბერის სკოლის პედაგოგებთან, ლატალის და მესტიის არასამთავრობო ორგანიზაციებთან (ერთობა,
გ. თიკანაძის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი, მესტიის ინვალიდთა და დევნილთა კავშირი,
სვანეთის ტურიზმის ცენტრი, მეოხი2010, სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები). დაინტერესებული ჯგუფები გაეცნენ
კონკურსის პირობებს, საპროექტო განაცხადის ფორმასა და განიხილეს საპროექტო იდეები.