31.10.12

2013 წლის საგრანტო კონკურსის პირობები არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის

CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში 2013 წლისთვის გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი ზემო სვანეთის ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. 

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის მიზანი უნდა იყოს: კონკრეტულ თემში კონკრეტული პრობლემის ირგვლივ საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

აუცილებელი მოთხოვნა: განმცხადებელმა ორგანიზაციამ პროექტის განხორციელების პერიოდში კონკრეტული თემი/თემები უნდა ჩართოს აქტუალურ საკითხების გადაჭრაში. ამ საკითხების ირგვლივ უნდა ჩაატაროს სულ მცირე 3 საზოგადოებრივი განხილვა, განხილვებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა (50-60%).

დამატებით შესაძლოა სხვა აქტივობების ჩატარება.


საპროექტო განაცხადის სტრუქტურა

შემოთავაზებულ საპროექტო განაცხადს უნდა ჰქონდეს ჩვენს მიერ შემუშავებული ფორმატი. სასურველია თითოეული თავი გამოყოფილი იქნას სხვა პუნქტებისგან. საპროექტო განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ აქედან. 

კონკურში მონაწილეობა და მცირე-პროექტების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ როგორც მესტიის რაიონის სხვადასხვა თემის/სოფლის/უბნის საინიციატივო ჯგუფებს (რომლებიც გრანტის დამტკიცების შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდნენ ა.ა.ი.პ -ის სტატუსით), ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ორგანიზაციათა ჯგუფს (კოალიციას), რომლებიც მუშაობენ მესტიის რაიონში და სურვილი აქვთ ადგილობრივი აქტივობების განხორციელების.


კონკურსის ძირითადი პირობები:
  • პროექტი უნდა განხორციელდეს მესტიის რაიონში 2013 წლის 1 მარტიდან 1 ივლისამდე (მაქსიმუმ 4 თვე). 
  • განმხორციელებელი უნდა იყოს მესტიის რაიონის არაკომერციული იურიდიული პირი (ასოციაცია, კავშირი, ფონდი, ცენტრი..)
  • პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ევროს;
  • განმცხადებელმა ორგანიზაციამ პროექტის განხორციელების პერიოდში კონკრეტული თემი/თემები უნდა ჩართოს აქტუალურ საკითხების გადაჭრაში. ამ საკითხების ირგვლივ უნდა ჩაატაროს სულ მცირე 3 საზოგადოებრივი განხილვა, განხილვებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილმა (50-60%).
  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტული ფორმით.
  • საპროექტო განაცხადის ავტორთა ჯგუფის წარმომადგენელს საშუალება ექნება წინასწარ დაესწროს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგს.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კონსულტაციები გაეწევათ ნოემბერსა და დეკემბერში.
  • საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.
  • განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2012 წლის 25 დეკემბერი 16:00 საათი.


შესაძლო აქტივობების მაგალითები

აუცილებელია: საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზება და ჩატარება.

პროექტის ფარგლებში შესაძლოა მიზნიდან გამომდინარე შესრულდეს სხვადასხვა აქტივობები (გთავაზობთ არასრულ სიას, აქტივობების ტიპები და სახეები შესაძლოა განსხვავდებოდეს ჩამოთვლილისგან):
  •  კულტურული ან მასობრივი ღონისძიების მოწყობა;
  • ტრენინგის, კონფერენციის, შეხვედრის ორგანიზება-ჩატარება;
  • ეკოლოგიური ღონისძიების/აქტივობის მოწყობა;
  • მცირე გამოცემა (ბუკლეტი, გაზეთი, ბროშურა, კრებული...)

შესაძლოა მოთხოვნილი იყოს:
  • საზოგადოებრივი შეხვედრების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი ხარჯები
  • კონსულტანტის, ტრენერის, ფასილიტატორის, ასევე ძირითადი და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება (სახელფასო/საჰონორარო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი პროექტის 30%)
  • ტექნიკის და აღჭურვილობის შეძენა (არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი პროექტის 30%)
  • დამხმარე მასალების შეძენა
  •  სხვა დასაბუთებული ხარჯები


საკონტაქტო პირები:

ირინა გურჩიანი - სამოქალაქო საზოგადოების კომპონენტის კოორდინატორი
ტელ: 591 20 24 86,  e-mail: ctcmrcirina@gmail.com
მისამართი: დაბა მესტია, CTC რესურს-ცენტრი , თამარ მეფის . # 56.

პავლე თვალიაშვილი - პროექტის კოორდინატორი
ტელ: 599 556 234 , e-mail: pavle.tvaliashvili@ctc.org.ge
მისამართი: თბილისი, CTC-ის ოფისი, ოთარ ჩხეიძის ქ. #5.