ახალგაზრდების მონაწილეობა თემის პრობლემების მოგვარებაში
CTC ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში აცხადებს
განაცხადების მიღებას ახალგაზრდული მიკრო-გრანტების კონკურსისთვის.
2013 წელს გრანტის ოდენობა განისაზღვრება მაქსიმუმ 550 ლარი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე.
კონკურში მონაწილეობა და მცირე-პროექტების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემის ახალგაზრდულ ჯგუფებს (მინიმუმ 5 შემსრულებელი ახალგაზრდა, პროექტის ფინანსური პასუხისმგებელი პირი 18 წლის მაინც უნდა იყოს, მან უნდა
გახსნას პირადი ანგარიში ბანკში პროექტის დამტკიცების შემდეგ).
კონკურსის ძირითადი
პირობები:
·
მიკრო-პროექტი უნდა განხორციელდეს ზემო სვანეთში.
·
საპროექტო განაცხადის ავტორთა ჯგუფის
წარმომადგენელები უნდა იყვნენ ზემო სვანეთიდან.
·
მიკრო-პროექტმა სარგებელი უნდა მისცეს არაერთ ოჯახს
ან პირს
·
საპროექტო განაცხადის ავტორთა ჯგუფის
წარმომადგენელს საშუალება ექნება წინასწარ დაესწროს სამუშაო შეხვედრებს და
ტრენინგს;
·
საპროექტო წინადადების შემუშავება და წარდგენა უნდა
მოხდეს სპეციალური ფორმის მიხედვით, რომელსაც მიიღებთ რესურს-ცენტრში, ან ჩამოტვირთეთ აქვე.
·
დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და
იგივე განმცხადებლის/ჯგუფის მიერ ორი ან მეტი განაცხადის შემოტანა.
·
ერთი პირი არ უნდა იყოს რამდენიმე სამუშაო ჯგუფში
(თუმცა ღონისძიებების მონაწილე შეუძლია იყოს)
·
კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა
განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს მესტიის რესურს-ცენტრში ან CTC-ის ოფისში თბილისში.
·
საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ
უბრუნდებათ.
·
პროექტები უნდა განხორციელდეს 2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის 1 ივლისამდე.
შესაძლო აქტივობების
მაგალითები
პროექტის ფარგლებში შესაძლოა მიზნიდან გამომდინარე შესრულდეს
სხვადასხვა აქტივობები (გთვავაზობთ არასრულ სიას, აქტივობების ტიპები და სახეები შესაძლოა
განსხვავდებოდეს ჩამოთვლილისგან):
·
დისკუსიები
·
დებატები
·
აქციები
·
ღონისძიების მოწყობა (ეკოლოგიური, კულტურული...);
·
გამოფენა პრობლემატურ ტემებზე: ნახატების, ფოტოების
და ა.შ.;
·
ტურნირის ჩატარება;
·
კულტურული ან მასობრივი ღონისძიების მოწყობა
პრობლემატური თემის ირგვლივ;
·
ტრენინგის, კონფერენციის, შეხვედრის
ორგანიზება-ჩატარება;
·
მცირე გამოცემა პრობლემატურ საკითხზე (ბუკლეტი,
გაზეთი, ბროშურა, კრებული...)
·
ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები
(ანტინარკოტიკული, ანტისიგარეტის...)
არ დაფინანსდება !!!!
·
არ დაფინანსდება მიკრო-პროექტის მომზადებისა და
განხორციელების განმავლობაში გაწეული ფიზიკური ან ინტელექტუალური შრომა
(ხელფასები);
·
არ დაფინანსდება მკურნალობის/მედიკამენტების
ხარჯები;
·
არ დაფინანსდება სწავლის ხარჯები;
·
არ დაფინანსდება ტურისტული მოგზაურობა;
·
არ დაფინანსდება ბიზნეს (მოგებაზე ორიენტირებული)
პროექტები.
·
ერთი ადამიანის შემოქმედებითი ნაშრომის გამოცემა.
·
5 ადამიანზე ნაკლები შემსრულებლის მიერ
წარმოდგენილი პროექტი.
*******
კონკურსის დროს (2013 წელი) დაგეგმილია 8 პროექტის დაფინანსება.
საპროექტო წინადადებების ჩაბარება
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს კონსულტაციები გაეწევათ ნოემბერში და დეკემბერში;
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საპროექტო წინადადებები დასრულებული სახით მიიღება 2012 წლის 25 დეკემბრის 16:00 საათამდე.
საკონტაქტო პირები:
ია გურჩიანი -
განათლებისა და ახალგაზრდული კომპონენტის კოორდინატორი
მისამართი: დაბა მესტია, CTC-ის რესურს-ცენტრი , თამარ მეფის ქ. # 56.
პავლე თვალიაშვილი - პროექტის კოორდინატორი
მისამართი: თბილისი, CTC-ის ოფისი,
ოთარ ჩხეიძის ქ. #5.