1.10.12

ზემო სვანეთიდან კიდევ ერთმა ახალგაზრდამ მიიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში


CTC-ის ხელშეწყობით ზემო სვანეთიდან კიდევ ერთმა ახალგაზამ, გვანცა პირველმა,  მიიღო მონაწაილეობა ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში. გვანცამ 17-24 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ პროექტში მოლდოვაში. მონაწილეობდნენ ახალგაზრდები უკრაინიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, ლიტვიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. თითო ქვეყანას 3 წარმომადგენელი ჰყავდა.
გვანცა პირველი: მოლდოვაში ჩასვლისთანავე ძალიან თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდა როგორც მონაწილეებისგან, ისე პროექტის ორგანიზატორებისგან. დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთულები ვიყავით სემინარებით და ვორკშოფებით, მაგრამ ეს ყველაფერი სახალისო–შემეცნებით აქტივობებსაც შეიცავდა, ამიტომ ყოველ დილით დიდი ენთუზიაზმით ავდიოდით თრეინინგ ოთახში. საღამოობით კი ‘’ახლა იწყება თავდავიწყება’’ განწყობა გვქონდა :)) იმიტომ რომ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გვქონდა. მაგალითად, კულტურულ საღამოზე ყველა ქვეყნის წარმომადგენლებმა ჩვენ–ჩვენი ქვეყანა წარვადგინეთ ნაციონალური კერძებით, ტკბილეულით და სასმელებით, სუვენირებით, ბუკლეტებით, დროშებით და ბოლოს, ცეკვებით და სიმღერებით. წვეულება დისკოტეკით გაგრძელდა და საბოლოო ჯამში ყველა ძალიან გავერთეთ. 
ერთ დღეს ეკსკურსიაზე წაგვიყვანეს. ვნახეთ კიშინოვის დიდი კათედრალი, ვისადილეთ მოლდოვურ ნაციონალურ რესტორანში, წავედით ღვინის უძველესი ქარხნის დასათვალიერებლად და საკუთარი თვალით ვნახეთ ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგია. იქ ისეთი ღვინის სუნი იდგა, დაგემოვნებამდეც დაგათრობდა კაცს. 
საბოლოოდ, დავწერეთ პროქტის იდეები, რომლებსაც განვახორციელებთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთად ანუ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. 
ბოლოს, ქართულმა დელეგაციამ ნინა ბიწკინაშვილის, ლალიკო თვალიაშვილის და ჩემი – გვანცა პირველის შემადგენლობით დიდი ბრიტანელი ტრენერი ბაშასგან ერთ–ერთი საუკეთესო გუნდისა და დელეგაციის ტიტული მივიღეთ, რასაც სხვა ქვეყნის მონაწილეები პროგრამის მიმდინარეობისასაც აღიარებდნენ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი შანსი არასდროს უნდა გაუშვა, ანუ იყავი აქტიური  შენც !!
ფოტოები იხილეთ ამ ლინკზე.